16 აგვისტო 2026,   12:21
ვრცლად
სოფელ აწყურთან ორი ტრაილერის შეჯახებას მსხვერპლი მოყვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის შესასვლელთან ორი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები