07 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროცესზე 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ტაბიძის საქმე უკავშირდება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართულები შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელებიც.

დღის ამბები