ინფრასტრუქტურის მინისტრი თერჯოლასა და ბაღდათში მიმდინარე საგანმანათლებლო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა, რომელიც 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი.
პარალელურად, ქალაქ თერჯოლაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება ქალაქ ბაღდათსა და სოფელ როკითში. როკითის საჯარო სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.