რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ახალი საგზაო ინფტასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად სამ ქუჩაზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო ტერიტორია 15 000 კვ/მ ფართობს მოიცავს.
ბეტონის საფარი მცხეთის და სამშვილდის ქუჩების ძირითად ნაწილში უკვე დაგებულია, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიტროპოლიტ სერგის სახელობის ქუჩაზე. პარალელურად, წყლის და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებს კომპანია ,,ჯი ვი პი".
პროექტის განხორციელება, რუსთავის მერიამ, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიწყო.
სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 700 000 ლარამდეა.