"საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ განვითარებაში და ისტორიული როლის შესრულებში - რასაც ჰქვია ახალი მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს." - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც.
"ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, იზრდება და ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც გლობალურ და საერთაშორისო საკითხებზე იცვლება იდეები.
საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ განვითარებაში და ისტორიული როლის შესრულებში - რასაც ჰქვია ახალი მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას გვაქვს, გადაიქცა რეგიონულ მოვლენად. ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არამედ ენერგეტიკული, ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით ვთანამშრომლობთ.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უკვე არსებობს ენერგეტიკის სფეროში, ეს არის წარმატებული პროექტი, რაც რეგიონის საზღვრებს ცდება.
ბაქო-თბილისიდან მესამე ლოკაციამდე მილსადენები, ცხადყოფს ჩვენი ურთიერთობის ხედვის უზრუნველყოფას - ევროპის მიმართულებით. აზერბაიჯანისა და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც. ჩვენი მომხმარებელი 14 სახელმწიფოდან 10 ევროპულია, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ძლიერი თანამშრომლობა უზრუნველყოფს - გრძელვადიან პარტნიორობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი პროექტები განხორციელდება ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს რეგიონულ მნიშვნელობას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ერთად მეტი შევქმნათ," - განაცხადა ალი ასადოვმა.