სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში.
"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თბილისში. განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, ასევე რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.