საფრანგეთის უმაღლესმა საბჭომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის მოთხოვნა იმ სამართლებრივი აქტების გადახედვასთან დაკავშირებით, რომლებიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას დაწერა, რომ საჩივრის დაკმაყოფილება არსებული კანონმდებლობის პირობებში შეუძლებელია.
ევროპარლამენტში ყალბ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის ლე პენი მარტში გაასამართლეს. მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითია, ასევე დაეკისრა 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმაც.
ხუთი წლით აეკრძალა არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.