თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს.
როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრის გარდაცვალება გახდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სამართალდამცველები მუშაობას დაასრულებენ.