გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
15-10-2025 15:18
გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. მოეწყო სასწავლო, სათამაშო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახები.
პროექტი სახელმწიფომ 3 მილიონ 200 ათასი ლარით დააფინანსა.