06 აგვისტო 2026,   17:41
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბერი" - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე

"ვარდისფერი ოქტომბერი" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ოქტომბერი სიმბოლურად, ქალების ჯანმრთელობას ეძღვნება.

ძუძუს კიბოს დროული აღმოჩენის მთავარი გზა პრევენციული სკრინინგია. მედიკოსების თქმით, რეგულარული გამოკვლევები და ჯანმრთელობის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ზრდის სრული გამოჯანმრთელების შანსს.

სკრინინგული გამოკვლევები საქართველოს ყველა რეგიონში უფასოდ ტარდება, ასევე მუშაობს მობილური ამბულატორიებიც. ქვეყანაში ფუნქციონირებს დაავადებათა სკრინინგის მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც პაციენტებს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას აძლევს.

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ სახელმწიფო სერვისები და არ გადადონ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ტრადიცია გრძელდება - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს სკრინინგის აქციები, საინფორმაციო კამპანიები და სამუშაო შეხვედრები.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები