ერთ-ერთი უძველესი საქმიანობა - მეაბრეშუმეობა, რომელსაც საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს - ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი მესხეთში, კახეთსა და იმერეთში ოჯახები აბრეშუმის ჭიის გამოზრდით და ნედლეულის დამუშავებით იყვნენ დაკავებულები, დღეს კი ეს დარგი დავიწყებასაა მიცემული.
უძველესი დარგის აღდგენის მიზნით, საქართველოში უკვე არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, აწყურში, სადაც აბრეშუმის პარკის საშრობი ერთადერთი შენობაა შემორჩენილი. ქართული აბრეშუმის პირველი ფესტივალიც სწორედ აწყურში ჩატარდა.
"კურიერი P.S." გაგვაცნობს იმ ადამიანებს, რომლებიც აბრეშუმის დამზადების ტრადიციას დღესაც ინარჩუნებენ - ოსტატებს, რომლებიც ცდილობენ, ქართული მეაბრეშუმეობა თანამედროვე რეალობაში გააცოცხლონ.
ავტორი: გიორგი ქორქია