კახეთში, სოფელ შილდაში ქართველი ტუროპერატორები იმ სივრცეებს ათვალიერებენ, რომელსაც მომავალში უცხოელ სტუმრებს გააცნობენ. მათ შორის არის ეთნოკომპლექსი "წინაპარი" და უძველესი ნასოფლარი — ვეძიხევის ტერიტორია.
სივრცე აერთიანებს ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ისტორიულ მარნებსა და სპორტულ დარბაზებს. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო და მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.
ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში რეგიონის განვითარებაზე, ადგილობრივების დასაქმებასა და ეკონომიკის ზრდის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფოტურებს მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია და ვიზიტორებისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენაა.