07 აგვისტო 2026,   08:43
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი რუსლან შამახია თავისუფალია

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი რუსლან შამახია თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინდა, რომ რუსლან შამახიას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მეორე დაკავებულ სულხან ფაღავას - მას ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. უწყების ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ფაღავას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150ამდე სიმ ბარათი.

დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები