07 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
არშემდგარი რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორობისთვის დაკავებული 5 პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

არშემდგარი რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორობისთვის დაკავებული 5 პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ამ მუხლებით, პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წაუყენა. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

4 ოქტომბრის აქციების ორგანიზატორთა დაკავება კვლავ შეფასების საგანია მმართველ გუნდში.

დღის ამბები