"ლელო" არჩევნების შედეგებს აღიარებს. თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ "ლელომ" წინა თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგი გაიუმჯობესა.
კუპრაძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის. "ლელომ" საქართველოს მასშტაბით პროპორციული სისტემით 6.72% მიიღო.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, სხვა პარტიებმა გაიაზრეს, რომ დამარცხდნენ.
"ზოგიერთმა მათგანმა, როგორც ჩანს გაიაზრა, რომ რეალურად ისინი დამარცხდნენ და იმ პროპაგანდის მიღმა, რაც გვესმის ხოლმე, რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის ვის რა მხარდაჭერა აქვს, ვინ რამდენი ხმა მიიღო, რატომ და როგორ მიიღო და ეს არის ალბათ ერთ-ერთი აღიარება შეგნებულად თუ შეუგნებლად, სწორედ იმ რეალობის, რა რეალობაც არის დღეს საქართველოში. რადიკალ და ოპოზიციურ ჯგუფებს არ და ვერ, უბრალოდ ვერ შეიძლება ჰქონდეს მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.