შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. გელა გელაძე ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულ სამართალდამცველი მოინახულა. შს მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესთან ერთად იმყოფება.
"სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ. დღეს შედარებით სტაბილურობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ, ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება. მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო და საკმაოდ მაღალი სტანდარტით გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მინდა, ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა. გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით. 5 ადამიანი არის დაკავებული. მიმდინარეობს კვლავ ამ წუთებშიც ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, მიეცემა ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესებში," - აცხადებს გეკა გელაძე.