ინციდენტი მოხდა ხაშურის მეათე საარჩევნო უბანთან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ კოორდინატორთან ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი მივიდა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა, რა დროსაც თავად კოორდინატორმა ადგილზევე განუმარტა, რომ მისი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
როგორც "ქართული ოცნების" კოორდინატორი მედიკო გაბეხაძე აცხადებს, სააგიტაციო მასალებს არიგებდა.
"არასწორი გადაღება და გავრცელება მოხდა, გინდა თუ არა თქვენ არიგებდით ვაუჩერებს და ფულსო, მე კი ვუთხარი, რომ არ ვარიგებდი მსგავს არაფერს და ვარიგებდი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალებს", - აცხადებს გაბეხაძე.