თურქულმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარადან თბილისის მიმართულებით, პირველი რეისი შეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში 4-ჯერ შეასრულებს.
ავიაკომპანია AJet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.
პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა.