08 აგვისტო 2026,   11:28
ვრცლად
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, დაიწყო.

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და მათთვის ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად, აუცილებელ მოქმედებებში ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო და, მათი დახმარებით, 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 000 დოლარის და მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ბაჩიაშვილის ადვოკატი მსჯავრდებულის ოჯახის დევნაზე საუბრობს.

"მოხდა დაუსწრებლად გიორგის მშობლების პასუხისგებაში მიცემა. ბრალდების დადგენილებები გადმომეცა მე, ასევე საქმის მასალები, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მე გამიჭირდება დეტალური ანალიზი, ვინაიდან საკმაოდ მოცულობითია ეს საქმე, თუმცა რაც ვნახე ზედაპირულად, რის გაცნობაც მოვასწარი, ფაქტობრივად ედავებიან რამდენიმე ბინის და ორი ავტომანქანის შეძენას. ანუ, გიორგიმ მშობლებს უყიდა ბინები და მანქანები ბრალდების პოზიციით და ეს მათ ჩათვალეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებად. ჩვენ აბსოლუტურად, ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მექანიზმს გამოვიყენებთ, მათ შორის, ამ საქმეში არის ყადაღის განჩინებები, რომლებიც დღეს ჩაგვბარდა და ამას გასაჩივრების ვადები აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული ცხადია, ამასაც გავასაჩივრებთ," - აცხადებს ადვოკატი, ლევან მახარაშვილი.

 

დღის ამბები