07 აგვისტო 2026,   08:56
ვრცლად
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს - "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორისაა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა. მათ შორის, "კურიერის" ინფორმაციით, არის "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მამაკაცს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები