მთავრობის მეთაურმა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა, როცა საქმე ძალადობასა და კანონის დარღვევას შეეხება.
"თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, რომ 2-დან 5-წლამდე მოუწიათ ციხეში ჩაჯდომა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდნენ, სახელმწიფო სისტემისა და პარლამენტის შენობის წინააღმდეგ ძალადობდნენ. ანალოგიურად, შეეფარდება ყველა მოძალადეს კანონის შესაბამისი მუხლი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და ყურადღებისკენ. ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას", - განაცხადა პრემიერმა.