19 ივნისი 2026,   08:06
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსული რაკეტებისა და დრონების სამიზნე კიევი გახდა, დაღუპულია 4 ადამიანი

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსული რაკეტებისა და დრონების სამიზნე კიევი გახდა. სოლომენსკის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი ისევ გრძელდება. დაშავებულები არიან სხვა რაიონებშიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 21 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა ზაპოროჟიეში. რუსული ძალების სარაკეტო იერიშის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, სადაც ხანძარი გაჩნდა.

დღის ამბები