07 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
უამინდობამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები

უამინდობამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა, მდინარე არეშის და კაბალის ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც სოფელ ვერხვისმინდორში და კაბალში ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სტიქიის პირველივე წუთებიდან დაზარალებული მოსახლეობას შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან. მათ შორის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და წყალს ტუმბავენ.

სტიქიის ზონაში იმყოფება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი.

დღის ამბები