ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში საფეხბურთო მოედნის მშენებლობის მიმდინარეობს.
ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა ახალგაზრდების თხოვნით დაიგეგმა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 115 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული მოედნის გარდა, მიმდინარე წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კიდევ 9 სხვადასხვა ტიპის მოედნის მოწყობა - რეაბილიტაცია იგეგმება.