საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
თურქ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მასპინძლობს. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები.
"ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.