26 აგვისტო 2026,   06:27
ვრცლად
25 სექტემბერს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ახალსოფელი, ჩაბანო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, წითლიანა, ჯუღისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში რჩეულიშვილის, ჩალიპირების, ანდრონიკაშვილის, რენე შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები, გორანა, რუსიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები