მე დავასრულე შვიდი ომი, ურთიერთობა მქონდა თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი გაერო-დან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაერო-ს ნაცვლად მოუწია.
"მხოლოდ შვიდი თვის პერიოდში მე დავასრულე შვიდი დაუსრულებელი ომი. მეუბნებოდნენ, რომ მათი დასრულება შეუძლებელი იყო და მე ეს მხოლოდ შვიდ თვეში გავაკეთე. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაერო-ს ნაცვლად მომიწია. და სამწუხაროა, რომ ყველა ამ შემთხვევაში გაერო-ს არც კი უცდია დახმარება. არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი გაერო-დან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებით.
ის, რაც გაერო-სგან მივიღე, იყო ესკალატორი, რომელიც ამოსვლისას შუა გზაში გაჩერდა. პირველი ლედი შესანიშნავ ფორმაში რომ არ ყოფილიყო, ის წაიქცეოდა, თუმცა ის შესანიშნავ ფორმაშია. ასევე, ტელესუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა - ეს ორი რამ მივიღე გაერო-სგან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ მას აქვს ასეთი დიდი პოტენციალი და ახლოსაც არ არის მის გამოყენებასთან. დიდწილად, ყოველ შემთხვევაში, ახლა როგორც ჩანს, რასაც ისინი აკეთებენ, არის მხოლოდ ძლიერი სიტყვების შემცველი წერილების წერა და შემდეგ ამ სიტყვების არშესრულება," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.