შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის და ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ საპოლიციო ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა არაერთი მსგავსი კატეგორიის დანაშაული გახსნეს და ათეულობით პირი დააკავეს.