08 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ღალატის პირდაპირი დასტური - ყველანაირად ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამხედრო ძალები, ჩვენი სახელმწიფო" - დავით მათიკაშვილი

18 წელი აგვისტოს ომიდან - „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციას ახსენებს. დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ დამტკიცდა.

მე-5 და მე-11 პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს, ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს, რაც მმართველი გუნდისთვის, სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი დასტურია.

„ქართულ ოცნებას“ ახლა ოპონენტებისგან აინტერესებს, რატომ დათანხმდნენ რეზოლუციის იმ შინაარს, რომელშიც საქართველო ომის დამწყებ ქვეყნად ჩაიწერა.

„ეს არის ნაცმოძრაობის ღალატის პირდაპირი დასტური, როგორ დააბრალეს ჩვენს სამხედროებს სამხედრო დანაშაული და შემდგომ უკვე „ქართული ოცნების“ ხელუფლებას ძალიან ბევრი სასამართლო პროცესი დასჭირდა სტრასბურგში, ჰააგაში იმისთვის, რომ აი ეს უმძიმესი ტვირთი, შეთითხნილი სპეციალურად იმისთვის, რომ დაეზიანებინათ საქართველო, ქართველი სამხედროები, მოხსნილიყო და ის რეზოლუდცია, რომელიც ასე გულმოდგინედ იმალებოდა „ნაცმოძრაობის“ პირობებში და აღმოჩნდა, რომ თურმე პირადად ამ ადამიანებს, ვისაც საქართველოს ინტერესები უნდა დაეცვა მაშინ საერთაშორისო ასპარეზზე, ხელი მოუწერია შავი თეთრზე არსებული ღალატისთვის.

აქ ჩანს კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე, 100%-ის მოღალატეობრივი შინაარსი და შიგთავსი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ოპოზიციაში, როდესაც ყველანაირად ცდილობენ რაიმე ფორმით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამხედრო ძალები, ჩვენი სახელმწიფო“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები