07 აგვისტო 2026,   20:35
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლები სამეგრელოში, სოფელ კახათში, დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

ომიდან 18 წლის თავზე, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები სამეგრელოში, სოფელ კახათში, დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

პარტიის წევრების განცხადებით, ისაუბრეს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე, ასევე ხაზი გაესვა მულტივექტორულ, პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომლის საშუალებითაც, მათი თქმით, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.

„დღეს 18 წელი გავიდა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ავანტიურიდან, ასევე 33 წელი გადის აფხაზეთის ტრაგედიიდან. დღეს ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, დღეს ჩვენ გვჭირდება შერიგება და არა ისეთი გზის არჩევა, რომელიც კიდევ უფრო დაგვაშორებს ერთმანეთს. გვჭირდება, რომ ენგურს იქით საქართველოს ვუთხრათ რაღაც ახალი, რაღაც ახალი გზა შევთავაზოთ და ეს ახალი გზა არის საქართველოს ნეიტრალური სტატუსი“, - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები