16 აგვისტო 2026,   12:21
ვრცლად
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე მივიდნენ

შემოდგომის მთავარი დღესასწაული გრძელდება. უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი "თბილისობას" აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები დღეს, ტრადიციულად, გალაკონცერტით - სახელწოდებით "ყველა უმღერის თბილისს" დასრულდება.

მანამდე კი სტუმრებს ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ეს ის მთავარი ლოკაციებია, სადაც დედაქალაქის მერიამ ღია კინოთეატრები კვების სივრცეები, სამეწარმეო მარკეტები, ატრაქციონები და თემატური ფოტოზონები მოაწყო.

თბილისობის დღესასწაულს ხალხთან ერთად აღნიშნავენ პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მივიდა.

მოსახლეობას თბილისობა მიულოცა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

"მივულოცავ თბილისობას ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ვისაც უხარია ამ ქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა.

თბილისობა განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. ჩვენი ქალაქი არის განსაკუთრებული თავისი კულტურით, მრავალფეროვნებით, წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ხალხით.

მიხარია, რომ ამდენი ადამიანი არის გამოსული და ყველა განსაკუთრებით ელოდება თბილისისთვის მიძღვნილი დღეების აღნიშვნას. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა. ყველა თაობის ადამიანისავე არის ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ დაისვენონ, გაერთონ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას თანამშრომლობისთვის, რომელიც დღეს გამოსულია და ესწრება "თბილისობის" დღესასწაულს. დღეს საღამოს გელოდებით ყველას. ევროპის მოედანზე გაიმართება გალაკონცერტი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები