26 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
კახეთში ავტომობილი აფეთქდა - 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ახმეტის მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები