16 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
"მათ საკუთარი თავი გამოავლინეს როგორც ჩვეულებრივი აგენტურა ქვეყანაში, არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი" - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოპოზიციის ლიდერების საზღვარგარეთ ვიზიტები, პოლიტიკური შეფასებების თემაა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთ ინსტრუქციების მისაღებად და გეგმის შესათანხმებლად იმყოფება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მათ საკუთარი თავი გამოავლინეს როგორც "ჩვეულებრივი აგენტურა ქვეყანაში."

"რადიკალურ ოპოზიციას არანაირ კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან. აქაც კარად ჩანს, რომ რეალურად, ისინი მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით და საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს, აძლევენ სასიცოცხლო რესურსებს. კიდევ ერთხელ გამოკვეთილად, მათ საკუთარი თავი გამოავლინეს როგორც ჩვეულებრივი აგენტურა ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული და არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი," - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები