ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს - "მსოფლიოს ახალგაზრდული სერია 2025-ს" მასპინძლობს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო. ტურნირში, რომელიც 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს.
"საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს მსოფლიო ახალგაზრდულ სერიას მაგიდის ჩოგბურთში. დღევანდელი წელი არის უპრეცედენტო, ვინაიდან წლევანდელ წელს ყველაზე მეტი მონაწილეა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ წლიდან წლამდე უფრო და უფრო უკეთესი ხდება ჩვენი ტურნირი და უფრო მეტ მონაწილეს უჩნდება სურვილი, რომ ჩამოვიდეს ბათუმში“, - აცხადებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე.