07 აგვისტო 2026,   23:08
ვრცლად
საერთო ფონი საქართველოში არის ისეთი, სადაც არიან პოლიტიკური პატიმრები. მაგრამ, აქ მეორე მხარეც არის, თავად ის პოლიტიკოსები რატომ მიდიან ამ ნაბიჯზე? - გიორგი შარაშიძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე

"ევროკავშირის პოზიცია იმიტომ არის სწორი, რომ ეს ეხება, ზოგადად, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას. რაც არ უნდა კანონით გაამყაროს "ოცნებამ" ამა თუ იმ პოლიტიკოსის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, საერთო ფონი საქართველოში არის ისეთი, სადაც არიან პოლიტიკური პატიმრები," - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ევროკომისიის პრეს-სპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც, ევროკავშირის სახელით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, სხვა პატიმრებთან ერთად, სოლიდარობა გამოუცხადა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.

მისივე თქმით, არის მეორე მხარეც, რადგან თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიდიან ამ ნაბიჯზე.

"ევროკავშირის პოზიცია იმიტომ არის სწორი, რომ ეს ეხება, ზოგადად, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას. რაც არ უნდა კანონით გაამყაროს "ოცნებამ" ამა თუ იმ პოლიტიკოსის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, საერთო ფონი საქართველოში არის ისეთი, სადაც არიან პოლიტიკური პატიმრები. მაგრამ, აქ მეორე მხარეც არის - თავად ის პოლიტიკოსები რატომ მიდიან ამ ნაბიჯზე? მე შემიძლია ვივარაუდო, რომ თავად ელენე ხოშტარიასთვისაც არ იქნებოდა მოულოდნელი მისი დაპატიმრება," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელსაც სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მის გადახდაზე უარს ამბობს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

დღის ამბები