რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ნინო ლაცაბიძემ თბილისის ქუჩის რამდენიმე ეტაპიანი რეაბილიტაციის გეგმა მოსახლეობას წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია თბილისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების აღდგენა-რეაბილიტაციის და გამაგრების სამუშაოები.
პირველი ეტაპის პროექტის ღირებულება 3 მილიონ 200 ათასს აღემატება.