დონალდ ტრამპი 21 სექტემბერს ვაშინგტონიდან არიზონაში გაემგზავრება, სადაც მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
ამერიკის პრეზიდენტმა მკვლელობაში მემარცხენე რადიკალებს ადანაშაულებს.
"პრობლემა მარცხენა მხარესაა. ხედავთ აგიტატორებს, იმ ნაძირალებს, რომლებიც ასე ცუდად საუბრობენ ჩვენს ქვეყანაზე, ყველგან წვავენ ამერიკის დროშებს", - ტრამპმა აღნიშნა, რომ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ 22 წლის ტეილორ რობინსონი, რომელიც კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალს არ აღიარებს და ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს.
ინფორმაცია იუტას შტატის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა "ეი ბი სი ნიუსის" ეთერში გაავრცელა.