11 აგვისტო 2026,   10:58
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი ფეიქრების ქუჩაზე სასაწყობე ფართს გაუჩნდა, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გვიან ღამით ფეიქრების ქუჩაზე სასაწყობე ფართს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი, სადაც სამშენებლო მასალები ინახებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი - ინფორმაცია დაზუსტებული ამ დრომდე არ არ არის, თუმცა ერთ-ერთი ვერსია მოკლე ჩართვაა.

ადგილზე გვიანობამდე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

დღის ამბები