06 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
3 142 ფილმი, 139 ქვეყანა და 5 ნომინაცია - თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან მოუყარა თავი

3 142 ფილმი, 139 ქვეყანა და 5 ნომინაცია. თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან მოუყარა თავი, თუმცა კონკურსისთვის ბრძოლა და "ოქროს მტევნის" ჯილდოს მოპოვების შანსი მხოლოდ 72 კინოსურათს ჰქონდა. რიგით მე-4 კინოფესტივალი თელავში ერთდროულად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

შერჩეული ნამუშევრები მხატვრული, სტუდენტური, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გადანაწილდნენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენა კი, ქართველებთან ერთად, უცხოელ ჟიურისაც დაეკისრა.

გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებისა, ფესტივალის ფარგლებში, ვორქშოპები და მასტერკლასები გაიმართა. მთელი მსოფლიოდან მოწვეული პროდიუსერები, რეჟისორები და დოკუმენტალისტები დამწყებ კინემატოგრაფებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ. მათ შორის - გასული წლის გამარჯვებული ფილმების რეჟისორებიც კი.

გარდა საუკეთესო ფილმების გამოვლენისა, ჟიურის კინოფესტივალზე გამორჩეული პროექტებისა და იდეების გამოვლენაც მოუწია. "პიჩების კონკურსში" გამარჯვება სწორედ ქართველ რეჟისორს ერგო.

მთავარ საკონკურსო ნომინაციებში გამარჯვება პორტუგალიის, კოლუმბიის, ხორვატიისა და თურქეთის კინორეჟისორებს ერგოთ.

"ოქროს მტევანი" კინომოყვარულებსა და კინემატოგრაფებს მომდევნო წლის სექტემბრამდე დაემშვიდობა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები