ალექსანდრე ლუკაშენკო ძლიერი პიროვნება და ლიდერია, - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბელარუსელ კოლეგას მადლობას უხდის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და ამბობს, რომ კიდევ 1400 პატიმრის გამოსაშვებად, მინსკთან მოლაპარაკებები გრძელდება.
ცნობისთვის, პოლიტპატიმრები ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებასა და დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებდა.
"ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, დიდად პატივცემული, ძლიერი პიროვნება და ძლიერი ლიდერია.
მინდა, მას მადლობა გადავუხადო, 16 დაკავებულის გათავისუფლებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას დარჩენილი 1400 პატიმრის გასათავისუფლებლად და ვფიქრობ, ბევრი მათგანი მალე გარეთ იქნება", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.