აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხის ტერიტორიაზე "რომაული ფესტივალი 2025" გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო რომაული ბანაკი, სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ტურნირი "გონიოს თასი", ორ სპორტულ სახეობაში: მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოეწყო ბაზიერების შოუ, "გლადიატორების ორთაბრძოლა", რომაული ცეკვები და ცხენოსნების საჩვენებელი გამოსვლა. საფესტივალო პროგრამა დასრულდა ანტიკურ თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლით - "კლეოპატრას და ანტონიუსის სიყვარულის ისტორია".
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ფესტივალის ფარგლებში გონიოს ციხემ ბევრ ტურისტს უმასპინძლა.