06 აგვისტო 2026,   13:23
ვრცლად
კახეთში დაწყებულ რთველს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო -  ღვინის საწარმოებმა 12 000-მდე ტონა ყურძენი უკვე გადაამუშავეს

შემოდგომა კახეთში - დრო, როცა ტრადიციები ცოცხლდება და დღესასწაულად ქცეული რთველის საუკუნოვანი ისტორია გრძელდება. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში რთველი აქტიურ ფაზაშია. ყურძენი იკრიფება როგორც სახლისთვის, ასევე გასაყიდად. ადგილობრივები მოსავლის რაოდენობით და ხარისხით კმაყოფილები არიან.

ფერმერებს ჭარბი ყურძნის რეალიზაციის პროცესში სახელმწიფოც ეხმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, "მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანია" ყურძენს ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს. 6 სექტემბრის მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 12 000 ტონამდე ყურძენი.

მოსავლის მიღება-ჩაბარების პროცესს კოორდინაციას სპეციალური შტაბი უწევს, სადაც 300-მდე კომპანიაა გაწევრიანებული. მუშაობს ცხელი ხაზიც.

რთველს კახეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. დავით სონღულაშვილი გურჯაანში, საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ღვინის ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

რთველი კახეთში ეტაპობრივად მთლიან რეგიონს მოიცავს. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს შემდეგ ყურძნის მოსავლის აღებას უკვე გურჯაანსა და ყვარელში დაიწყებენ.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები