"ფოთი პრო 2025" - ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა.
ფოთის ბაზას 30-მდე სპორტსმენი სტუმრობს, ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტურნირის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, სპორტული ტურიზმის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.