უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე პეკინში სამხედრო აღლუმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა. პუტინის განცხადებით, მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი მოსკოვში ჩავა.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პუტინთან უახლოეს მომავალში სატელეფონო საუბარს აპირებს.
ტრამპის თქმით, თუ ომის საკითზე პუტინის გადაწყვეტილებებით უკმაყოფლო იქნება, რუსეთან დაკავშირებით შესაბამისად იმოქმედებს.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვითი მხარდაჭერა და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის წინ ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
ზელენსკის განცხადებით, კიევი მოსკოვიდან ომის დასრულებისთვის მზადყოფნის სიგნალს ამ დრომდე ვერ ხედავს.