ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კახა კალაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
როგორც მან შტაბის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დედაქალაქის მართვას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება და კახი კალაძემ ეს გამოცდილება უკვე ჭარბად დააგროვა.
"მე ვარ ამაყი იქიდან გამომდინარე, რომ ვარ გუნდის წევრი, რომლის ფილოსოფიაც, რომელსაც საფუძველი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა, თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას. მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ პარტიის წევრი ვის პირობებშიც საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფო. მე ვარ ამაყი იმიტომ, რომ ვარ იმ პარტიის წევრი, რომლის პირობებში ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე. იყო ამ პარტიის დედაქალაქის შტაბის ხელმძღვანელი არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ძალიან დიდ პატივთან ერთად, რა თქმა უნდა.
თუმცა, ამ პასუხისმგებლობას ამსუბუქებს ის, რომ თბილისის მერობის კანდიდატი არის ბატონი კახა კალაძე, რომელიც არის აბსოლუტურად უკონკურენტო და ფიზიკურად კონკურენტი არ გააჩნია.
დედაქალაქის მართვას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება და კახი კალაძემ ეს გამოცდილება უკვე ჭარბად დააგროვა. ყველას კარგად გვესმის, რომ დედაქალაქში რჩება პრობლემები თუმცა მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე თავდაუზოგავად იშრომებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრას. ამაში მას ხელს ის გამოცდილება, რომელიც ჭარბად აქვს დაგროვებული და ის, რომ მას თბილისის პულსზე ხელი უდევს. ჩვენ ძალიან დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.