სენაკის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი ვახტანგ გადელიაა. მისი ხელმძღვანელობით, ბოლო 4 წელიწადში მუნიციპალიტეტში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 საბავშვო ბაღს, განახლდა 5 სკოლა, მოეწყო 34 სპორტული მოედანი. სამშობიარო სახლს, ახალგაზრდობის ხეივანს, მუსიკალურ სკოლასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო, ნაპირსამაგრი, სამელიორაციო და გაზიფიცირების პროექტები. სულ დაიგო 111 კილომეტრის ასფალტო ბეტონის გზა. ვახტანგ გადელიასთვის პრიორიტეტი სხვა მიმართულებებთან ერთად ახალგაზრდების განვითარება და ხელშეწყობაა.
სამეგრელოს კიდევ ერთი რაიონის, ხობის მოქმედი მერი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
დავით ბუკიას მერობის პერიოდში მოეწყო 17 სპორტული მოედანი, აშენდა ახალი საფეხბურთო ცენტრი და სპორტკომპლექსი, ამჟამად 2 სტადიონის, 2 ჩოგბურთის მოედნისა და ქვიშის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო 4 წლის განმავლობაში, განახლდა 2 სკოლა. აშენდა 1 ახალი ბაღი, 1 სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარებს 2 სკოლაში. სოციალური პროგრამით ისარგებლა 10ათასმა ბენეფიციარმა, რაზეც სულ 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით კი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მომსახურება გაუწია 5 000 მდე ბენეფიციარს. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 37 პროექტი განხორციელდა, რაზეც სულ 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ჩხოროწყუს რაიონის მერობისთვის კი, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტარი და გამოცდილი საჯარო მოხელე იბრძოლებს. ჯუმბერ იზორია ადგილობრივი კანდიდატია, რომელიც კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და პრობლემებს. ის მზად არის სახელმწიფო სამსახურში დაგროვილი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოახმაროს მშობლიურ მხარეს. ბევრი მიზანი და გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მერად არჩევის შემდეგ აპირებს.
"ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოს სამივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი კანდიდატები დაასახელა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე