20 ივნისი 2026,   06:21
ვრცლად
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული კონტროლის ადმინისტრაციამ, Valneva-ს მიერ "ჩიკუნგუნიას" ვირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავებული ვაქცინა Ixchiq-ის მოხმარება შეაჩერა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული კონტროლის ადმინისტრაციამ, Valneva-ს მიერ "ჩიკუნგუნიას" ვირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავებული ვაქცინა Ixchiq-ის მოხმარება შეაჩერა, რადგან მას სიცოცხლისთვის სახიფათო უკუჩვენებები აღმოაჩნდა.

ვაქცინისთვის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება სერიოზული უკუჩვენებებისა და გარდაცვალების ფაქტების შემდეგ მიიღეს. კერძოდ: მსოფლიოს მასშტაბით რეგისტრირებულია 20-ზე მეტი სერიოზული უკუჩვენება და გარდაცვალების 3 ფაქტი. უკუჩვენებების უმეტესობა საფრანგეთსა და აშშ-ში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, Ixchiq-ი "ჩიკუნგუნიას" საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელმაც ვალიდაცია გაიარა.

დღის ამბები