აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუმინეთში გაემგზავრება.
"არსიანის" ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში, რომელიც 6 სექტემბერს, კონსტანცას სახელმწიფო თეატრში გაიმართება.