20 ივნისი 2026,   01:13
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაზე თავდასხმა განაგრძობს - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ამ წუთებში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. კიევის ოლქზე რუსეთის ძალები დრონებით მასირებულ შეტევას ახორციელებენ. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქ ვიშგოროდში, სადაც სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ცეცხლი მრავალსართულიან კორპუსს გაუჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ოკუპანტის თავდასხმის შედეგად, კიროვოგრადის ოლქში არიან დაჭრილები. ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ზნამენკაშია. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა; მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

თავდასხმებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსების თავხედობა იზრდება და ისინი დრონებით უკრაინას სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს. ზელენსკი განმარტავს, რომ ეს აშკარა უგულებელყოფაა იმ ძალისხმევის, რომელსაც მსოფლიო ომის დასასრულებლად ახორციელებს.

დღის ამბები