რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ორ საარჩევნო ოლქში წარუდგინა.
მე-19 მიკრორაიონისა და კონსტიტუციის ქუჩის მოსახლეობას, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებმა ის პროგრამა გააცნეს, რომლის განხორციელებასაც "ქართული ოცნება" მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.